შესავალი
ანტიდაბადება ეწოდება ლიტერატურაში ხევისბერ გოჩას ჩადენილ მკვლელობას.მე-11 კლასის მოსწავლე მომავლის საყრდენია.ამიტომაც გადავწყვიტე მათ წინაშე დამესვა საკითხი ამგვარად:1.არის თუ არა გოჩა წარსულის სახელით მომავლის მკვლელი;2.ისურვებდით თუ არა ონისეთი მომავლის გაგრძელებას; ,,მამები და შვილები’’−თემა,რომელიც
ბიბლიური და მითოლოგიური ტექსტებიდან მოყოლებული,მხატვრული ლიტერატურით დამთავრებული,
კაცობრიობის მარადიულ საფიქრალად იქცა.ჩემი მოსწავლეებისათვის კი ალ.ყაზბეგის ,,ხევისბერი
გოჩას” შესწავლა გახდა შემეცნების წყარო,რომლის სათავეს ინტეგრირებული და ინტერტექსტუალური კვლევის გზებით
მივადექით და ბლუმის ტაქსონომიის თითქმის ყველა დონის გავლით დავასრულეთ.
მეთოდები
და
პროცესის
მოკლე
აღწერა−იმისათვის,რომ პროექტ-გაკვეთილი ყოფილიყო საინტერესო,გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: კვლევა; რეიტინგი; სიტუაციის მოდელირება; გონებრივი იერიში; პრეზენტაცია; სასელექციო დაფა; სქემები; ასოციაციები; დეტალიზაცია; სიმულაციური დიალოგები; ვარაუდების
სქემა.
წინასწარი სამუშაოები: 1. ტექსტის შესწავლა (ალ.ყაზბეგი ,,,ხევისბერი გოჩა”); 2. ინტერტექსტუალური
კვლევა (ბიბლიური, მითოლოგიური, ისტორიული და ლიტერატურული მიმართულებებით); 3.ინტეგრირება
(ისტორიასთან, სამართალთან,ეთნოსთან, კინოხელოვნებასთან, მხატვრობასთან, ისტ.-თან) 4.ესეები. (ხევისბრის ტრაგედია; წარსულის სახელით
მოკლული
მომავალი, მოდელირებული ტექსტების შექმნა:ონისეს წერილი
გოჩასადმი, ჰაჯი უსუბის
წერილი
გოჩასადმი;გოჩას წერილი
მატეო
ფალკონესადმი, პროსპერ მერიმეს
წერილი
ყაზბეგისადმი).
1.ტექსტის შესწავლა(ალ.ყაზბეგი, ,,ხევისბერი გოჩა”);თხზულების შესწავლას
7 გაკვეთილი დაეთმო.საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენე ორიენტირებული და ინტერვალიანი
კითხვის მეთოდები,ვარაუდების სქემებით ვიმუშავე ბოლო თავზე;ასევე გამოვიყენე ე.წ.დიალოგი
ტექსტთან.
2.ინტერტექსტუალური კვლევა
− ეს სამუშაო
წარიმართა რამდენიმე მიმართულებით.მოსწავლეები, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით,გაერთიანდნენ
4 ჯგუფად:1.ბიბლიისა;2.მითოლოგებისა და ისტორიკოსებისა;3.ხელოვნებისმცოდნეებისა;4 ლიტერატორებისა.1.ბიბლიის ჯგუფმა იმუშავა შემდეგ საკითხებზე : ა)აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა;ბ)წმიდა ბარბარესათვის დიოსკორეს მიერ თავის მოკვეთა;გ)იაფთაეს მიერ ერთადერთი ქალიშვილის ყომანიანებზე გასამარჯვებლად უფლისათვის შეწირვა(მსაჯ.11,34); დ)მამა ღვთის მიერ იესო ქრისტეს მოვლენა დედამიწაზე,რაშიც ნიცშე შვილის შეწირვას ხედავდა და უღმრთობის სასტიკი იდეაც წამოიწყო..„არა ჰრიდა ძესა თვისსა, არამედ მისცა იგი ჩვენ ყოველთათვის.“ (რომ.8,32); 2.მითოლოგებისა და ისტორიკოსების ჯგუფმა დაამუშავა: ა)აგამემნონის მიერ შვილის მოკვლა(თუმცა განსხვავებული ვერსიაც არსებობს;ბ)მედეას მიერ, შურისძიების მიზნით, დახოცილი შვილები;გ)ჰერასგან მოჯადოებული ჰერაკლეს მიერ შვილებისა და ძმიშვილების დახოცვა; დ)1881 წლის 1 მარტს ივანე მრისხანეს ჩადენილი შვილისმკვლელობის ცოდვა;3.ხელოვანთა ჯგუფმა მოამზადა:ა)ქართული მხატვრული ფილმის, ,,ხევისბერი გოჩას”,სცენარისა(სცენარის ავტორები:ნიკოლოზ სანიშვილი და არჩილ სულაკაური) და ნიკოლოზ სანიშვილისეული რეჟისურის ინერპრეტაცია და ყაზბეგისეული ტექსტისაგან საგულისხმოდ განსხვავებული დეტალების ანალიზი;(მაგ:ყაზბეგისათვის ძიძია იყო ტრაგედიის გათამაშების ერთგვარი ინდიკატორი,ამიტომაც მისი ბედი არც აინტერესებს,ხოლო ფილმში საკმაოდ ტრაგიკულად არის ასახული მისი თვითმკვლელობის სცენა,რომელშიც მეტაფორულად ფიგურირებს ტალახისფერი მორევი და ქათქათა მანდილი,რომელსაც მღვრიე წყალი ითრევს აზვირთებულ ტალღებში)ბ)1881 წლის 1 მარტის რუსეთის სამეფო კარზე მიმდინარე (მრისხანე მეფის მიერ შვილის მოკვლის) ამბების ი.რეპინისეული წარმოსახვის(ი.რეპინი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“; 1885 წ. ტრეტიაკოვის გალერეა)ანალიზი. 4. ლიტერატორთა ჯგუფმა ინტერტექსტუალური კვლევა წარმართა.ა)მამისაგან დასჯილი ონისე(,,ალ.ყაზბეგი, ,,ხევისბერი გოჩა”),ბ)მამისაგან დასჯილი ფორტუნატო(პროსპერ მერიმე, ,,მატეო ფალკონე” გ)ტარას ბულბას მიერ მოკლული ანდრი(გოგოლი, ,,ტარას ბულბა”); დ)ლომისფაფრიანი ბალღის შუქართელებისთვის შეწირვა თურმანის მიერ(ბასილ მელიქიშვილის ,,თურმანი”) ე) ციხის აგებას შეწირული ზურაბი(დანიელ ჭონქაძე, ,,სურამის ციხე”).იგივე ჯგუფი იკვლევს საწინააღმდეგო ტენდენციებს:მაგ:ჰაჯი უსუბის ქმედება საფარ-ბეგის დანაშაულის საპასუხოდ;უფლის მიერ კაენის დანდობა;
3.ინტეგრირება შემდეგ სასწავლო დისციპლინებთან:ხელოვნება,კინოხელოვნება(ეს უკანასკნელი არჩევითი საგანია და სწავლობენ მე-11 კლასში)ისტორია,სამოქალაქო სამართალი და ისტ.როგორც უკვე მოგახსენეთ,ამ კუთხით იმუშავეს ისტორიკოს-ეთნოგრაფთა და კინოხელოვანთა ჯგუფებმა,რომელთაც დაემატა სამართლის ჯგუფი,ხელმძღვანელობდა სამოქალაქო სამართლის მასწავლებელი ოთარ მაღლაკელიძე.ჯგუფი მუშაობდა თემის სამართლის ნორმებზე მოხევეთა ცხოვრებაში;ამავე ჯგუფმა გამოიტანა თანამედროვე ქართული სამართლის შესაბამისი განაჩენი დამუშავებულ ტექსტებში გათამაშებულ მოვლენათა შესაბამისად: მკვლელი მამებისა (გოჩა,ტარას ბულბა, მატეო ფალკონე,იაფთე,ჰერაკლე, აგამემნონი,თურმანი), და დამნაშავე თუ უდანაშაულო შვილებისათვის.
5.ინტეგრირებული გაკვეთილი:თემა −მარადისობის რღვევა
აქტივობა 1.(1-2 წთ) კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემის გაცნობა, აქტივობა 2.რეიტინგული ბადე.(6-7 წთ.)მამები:იაფთაე,აგამემნონი,ჰერაკლე,აბრაამი,დიოსკორე,ივანე მრისხანე,ტარას ბულბა,მატეო ფალკონე,თურმანი,დურმიშხანი:მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მუშაობს რეიტინგულ ბადეზე,რომელზეც ჩამოთვლილი პერსონაჟები უნდა განალაგონ რამდენიმე საკითხის გათვალისწინებით:ერთი ჯგუფი ამ პერსონაჟების რეიტინგს ადგენს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით;მე-2 ჯგუფი − მათი პატიოსნების მიხედვით;მე-3 − ვაჟკაცობის გათვალისწინებით;მე-4−მომავლის წინაშე ჩადენილი ცოდვის გათვალისწინებით;მე-5−დანაშაულის ჩადენის მოტივის გათვალისწინებით;მე-6 − გამამართლებელი მოტივის მიხედვით;მე-7 კი ყველაზე შთამბეჭდავი სახის მქონე პერსონაჟის რეიტინგს არკვევს.ყოველი ჯგუფი წარმოადგენს თავის რეიტინგულ ბადეს და მსჯელობს,რატომ განალაგა ისინი ამგვარად.მონიტორინგის ჯგუფი ადგენს რეიტინგის შედეგს და გაკვეთილის ბოლოს აქვეყნებს.აქტივობა 2(6-7 წთ.)შვილები:ონისე, ფორტუნატო, ანდრი, ზურაბი, ლომისფაფრიანი ბალღი, იაფთაეს ქალიშვილი,ისააკი,წმიდა ბარბარე.მათი რეიტინგული ბადეც იმავე კითხვებითა და ჯგუფებში მუშაობის იმავე მეთოდით უნდა შეიქმნას.აქტივობა 3.დიალოგი პერსონაჟთან(6-7 წთ):მასწავლებელი ირჩევს პერსონაჟებს:ერთს ავალებს ონისეს როლს,მეორეს−გოჩასას,მესამეს−ჰაჯი უსუბისას,მე-4-ს− ყაზბეგისას.დავალება ასეთია:ონისე ეკითხება გოჩას და პირიქით,ყაზბეგს ეკითხება ორივე,კლასიდანაც შეიძლება მსურველებმა დაუსვან კითხვები გაცოცხლებულ პერსონაჟებს, რომლებიც, ტექსტის მოდელირების მეთოდის გამოყენებით, პასუხობენ შეკითხვებს.აქტივობა 4.(4-5 წთ.)--რომელი ეპითეტი,მეტაფორა,ანდაზა,აფორიზმი,ფრაზეოლოგიზმი მემეტება:1.გოჩასათვის,2.ონისესათვის(წერენ მარკერებზე და აწებებენ გოჩასა და ონისესათვის განკუთვნილ ფორმატებზე).რამდენიმეს მასწავებელი აახსნევინებს თავის გადაწყვეტილებას.აქტივობა 5.კადრი ფილმიდან ,,ხევისბერი გოჩა”--ფინალი--(3-5 წთ.)მუშაობა რეჟისორის გადაწყვეტასა და ტექსტს შორის არსებითი განსხვავების გამოსავლენად.აქტივობა 6.(3 წთ)მკვლელი მამის პორტრეტი(რეპინისეული)რა მსგავსებას ხედავთ გოჩასთან და პირიქით.აქტივობა 7.(3-4)წთ.თანამედროვე სამართალი გოჩასათვის;ბ)თანამედროვე სამართალი ონისესათვის.თანამედროვე ქართულ სამართალზე მომუშავე ჯგუფი წარმოადგენს შესაბამის განაჩენს როგორც გოჩას,ასევე ონისესათვის.აქტივობა 8. ,,ორი განაჩენი’’ (გაკვეთილის მსვლელობის განმავლობაში ივსება) მასწავლებელს აქვს გამზადებული სასამართლოს განჩინების ფორმატის მსგავსი თაბახები ,შესაბამისი ტექსტით(ნიმუში ერთვის სლაიდის სახით). ყველა მოსწავლემ უნდა შეავსოს ყველა პუნქტი,მოსამართლის როლი გაითავისოს და გამოიტანოს შესაბამისი განაჩენი,დაადასტუროს ხელის მოწერით.განაჩენი უნდა გამოიტანონ 2 საკითხზე:ა)შეიძლებოდა თუ არა ონისეთი არსებობის მარადისობის გაგრძელება; ბ)არის თუ არა გოჩა წარსულის სახელით მომავლის მკვლელი?მოსწავლე ვალდებულია გაკვეთილის ბოლომდე ჩააბაროს მასწავლებელს თავისი განაჩენი.აქტივობა 7.(2-3 წთ.)მონიტორინგის შედეგების გაცნობა;8.შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკების გაცნობა.
შედეგი − მუშაობის ფორმამ მოსწავლეები დააინტერესა.მათ მოიძიეს ძალიან ბევრი მასალა,თავად დაამუშავეს და მნიშვნელოვანი დეტალებიც წარმოადგინეს.პრეზენტაციები იმართებოდა პერიოდულად.შეიქმნა რამდენიმე სასწავლო რესურსი:ბუკლეტი ინტერტექსტუალური მასალებისათვის-(ელექტრონული ვერსია)მოდელირებული ტექსტები (გოჩას წერილი მატეო ფალკონეს; ონისეს წერილი ფორტუნატოს;ჰაჯი უსუბის წერილი გოჩას--ერთვის ფრაგმენტები)შეიქმნა ე.წ.განაჩენის ფორმები ონისესა და გოჩასათვის, რომელთა გამოყენება შეეძლება ყველა მასწავლებელს მსგავსი საკითხის დამუშავებისას. ინტერტექსტუალური მუშაობაც ორიგინალურად წარვმართე. ავირჩიე რამდენიმე მიმართულება: მითოლოგია, ბიბლია, ისტორიული ფაქტი, საზოგადოებრივი სამართალი და,რა თქმა უნდა, ლიტერატურა.არ მინდოდა, მხოლოდ პროსპერ მერიმე, ნიკოლოზ გოგოლი და აბრაამი ყოფილიყვნენ , როგორც ტრადიციად იქცა ,,ხევისბერი გოჩას’’დამუშავებისას, მხატვრული პარალელების ობიექტი. მოსწავლეები ვამუშავე შედარებით უცნობ შვილისმკვლელებზეც: თურმანი, აგამემნონი ,იაფთე, ჰერაკლე ,დიოსკორე, მედეა ,ივანე მრისხანე.რეჟისორული და მწერლური პარალელების მიზნით, განვიხილეთ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი ,,ხევისბერი გოჩა”,მოვლენათა გადმოცემის ფერწერულ ენაზე დასაკვირვებლად − ილია რეპინის ნახატი,,ივანე მრისხანე და მისი შვილი”.საკმაოდ ბუნებრივი გამოდგა ინტეგრირება სამართალთან, ისტორიასთან,კინოხელოვნებასა
და ისტ-თან.რამდენიმე საგნის მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერად აისახა მოსწავლეთა შედეგებზეც.მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისი შედეგი.კერძოდ:XI.1; XI.2;
XI .3; XI.4; XI.5; XI.6;
XI.7; XI .8; XI.11;− ქართულში;
XI .8−ისტორიაში; XI.1; XI.2; XI .3 −კინოხელოვნებაში. XI.1; XI.4;
XI.5; XI.6−სახვითსა და გამოყენებით
ხელოვნებაში; XI.6; XI.7; XI .8−სახელმწიფოსა და სამართალში.
დასკვნა:პროექტის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებისა და რეიტინგების შედეგების მიხედვით,მოსწავლეებმა ონისეს მისცეს მომავლის გაგრძელების უფლება,ხოლო გოჩას წარსულის სახელით მომავლის მკვლელი უწოდა უმეტესობამ.მათ ონისეს აღიარებას თვითგანწმენდა უწოდეს და იგი ღირსებადაბრუნებულ გმირად ჩათვალეს.ინტერტექსტუალური ანლიზის შედეგად დაადგინეს:უმეტესად მამები იმეტებენ შვილებს ღირსების შელახვის გამო,ვერ პატიობენ დანაშაულს და არ აძლევენ კათარზისის შესაძლებლობას.ყველაზე ტრაგიკულ მამად მიიჩნიეს გოჩა,ყვეელაზე უდანაშაულო მკვლელად−აბრაამი,ყველაზე ღირსეულ შვილად−წმიდა ბარბარე და ისააკი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ალ.ყაზბეგი, ,,ხევისბერი გოჩა”,მე-11 კლასის სახელმძღვანელო;
2.აკ.ბაქრაძე, ,,ილი და აკაკი”,თბილისი,1980 წ.
3.მასალები ვიკიპედიიდან;
4.ბერძნული მითოლოგია,თბილისი,1985 წ.
5.ბიბლია,საპატრიარქოს გამომცემლობა;
6.აკაკი გელოვანი,მარად ცოცხალი ხელოვნება;
7.საგნობრივ ტრენინგებზე დამუშავებული მასალები ,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.